დღეს გავეცანით მეხუთე მოდული. ვიმუშავეთ წყვილებში, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშების განხილვასა და ანალიზზე. შვქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის და პროექტის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. სექმნილ რუბრიკებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
Wednesday, June 29, 2016
Tuesday, June 28, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებისა და ,,მასალების ლეგიტიმური გამოყენების" კანონებს. გადმოვწერეთ ინტერნეტიდან სურათები პროექტისთვის საავტორო უფლებების დაცვით.
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისთვის, როგორ ეხმარება ინტერნეტი მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.
გავეცანით ვებ-გვერდების შეფასების კრიტერიუმებს.
დავგეგემეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.
Friday, June 24, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ რა ინსტრუმენტებს და მეთოდებს გამოვიყენებთ შეფასებისას.
დავწერეთ წინარე ცოდნის შეფასებისთვის კითხვები.
გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა და დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე.
Wednesday, June 22, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში საგნობრივი სტანდარტების და მისი ინდიკატორების შერჩევაზე. აქედან გამომდინერე განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები და მისი შედეგები. კონკრეტულად მივუთითეთ 21-ე საუკუნის რომელი უნარ-ჩვევები განუვითარდებათ მოსწავლეებს.
გავეცანით საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას. დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის გეგმაში.
Tuesday, June 21, 2016
მეორე დღის ტრენინგის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ როგორ დავამზადოთ მოსწავლეებთან ერთად თემიდან გამომდინარე ბუკლეტები და მნიშვნელობა აქვს ბუკლეტს პროექტისთვის ,გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს. მოვიძიე ფოტომასალა ბუკლეტისთვის და დავამზადე ბუკლეტის სამუშაო ვერსია.დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა.საინტერესო დღე იყო.
Thursday, June 16, 2016
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანი viewer-ის სახელმძღანელოს.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები და შევინახეთ საინტერესო რესურსები ,რომლებიც მომეწონა და მომავალში გამოვიყენებ.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.მაქვს დიდი მოლოდინი,რომ ეს ტრენინგი მომავალში დამეხმარება პროექტების დაგეგმვისას სწორად შევარჩიო რესურსები, მოძიებისა და შეფასების უნარი.
Subscribe to:
Posts (Atom)