Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული 8. დავასრულეთ სასწავლო პროექტისპორტფოლიოს პრეზენტაცია. მოვისმინეთ  ერთმანეთის ნამუშევრები  და  რჩევები მივეცით  ერთმანეთს , ავტვირთეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, რაც კიდევ მეტად გააუმჯობესებს თითოეული მოსწავლის 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა  ქალბატონ შორენას პოზიტიური და სასურველი გარემოს შექმნისთვის , რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს და შედეგიანს ხდიდა ჩვენს ტრენინგს.


Monday, July 4, 2016

მერვე დღის რელექსია

გავეცანით  მეშვიდე  მოდულს -ფასილიტაციას  ტექნოლოგიებით.გავეცანით  მასალას  და  შევქმენით  რესურსი  ფასილიტაციისათვის. ვისწავლეთ  ელექტრონული  კითხვარების  შედგენა.მოვახდინე  პროექტის  გეგმის  კორექცია.

Friday, July 1, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ  მოდული 6:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.თავიდან ვიმუშავეთ წყვილებში,გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია და შეფასების რუბრიკები .გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ
ოთხ დონეს.გავეცანით  ფსიგოლოგ  ნინო ლაბარტყავას  სლაიდს -ინდივიდუალური განსხვავებები  სწავლის  დროს. ასევე გავეცანით გარდნერის -მრავალმხრივი  ინტელექტს.გავიხსენეთ  შეფასების სტრატეგიები  და  მოვახდინეთ  მოდიფიცირება შეფასების  რუბრიკების.გეგმაში  შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  გრაფები.